“თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისში პარტიის პირველი აფთიაქი გაიხსნა

886

თბილისში „თავისუფალი საქართველოს“ პირველი აფთიაქი გაიხსნა, – აღნიშნულ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „იაფი მედიკამენტების პროგრამა“, რომელსაც „თავისუფალი საქართველო“ გასული წლის სექტემბრიდან ახორციელებს, დღეიდან კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება. „თავისუფალი საქართველო“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, თბილისელებსა და მის სტუმრებს, ამიერიდან, მედიკამენტების შეძენა მათთვის შეღავათიან ფასებში შეეძლებათ.

„საქართველოში არსებული ფარმაცევტული კომპანიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს ის ბოლო თეთრებიც ამოუღონ ჯიბიდან, რომელიც მათ წამლის ფულად გააჩნიათ. მოსახლეობას ვთავაზობთ ალტერნატივას. მობრძანდნენ უზნაძის 105 ნომერში და ის მედიკამენტები, რომელიც სააფთიაქო ბაზარზე ასე ძვირი ღირს, აქ 70-80%-იანი შეღავათით შეიძინონ. იანუმეტი 50/1000მგ – ჩვენი ფასი 41,35, საქართველოს აფთიაქების ფასი -128,81 , ტრიპლიქსამი 10/2,5/10მგ – ჩვენი ფასი 16,60, საქართველოს აფთიაქების ფასი 42,69 , ტებოკანი ფორტე – ჩვენი ფასი 13,00, საქართველოს აფთიაქების ფასი- 35,64. ტრიპლიქსამი 5/1,25/5მგ – ჩვენი ფასი 10,80, საქართველოს აფთიაქების ფასი -32,02. ყველა ეს წამალი, რომელიც „იაფი მედიკამენტების პროგრამით“ უკვე გაყიდვაშია, თურქთიდან იმპორტირებულია და საკმაოდ მაღალი ხარისხი გააჩნია.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი აფთიაქი იღებს ვალდებულებას, რომ თურქული მედიკამენტების ფასი, მის რეალურ ფასთან შედარებით, მხოლოდ 10% -ით გაიზრდება, ასე რომ გაჭირვებულ ადამიანებზე, 300-400%-იან მოგებას, ამ კონკრეტულ უბანში ფარმაოლიგარქები ვეღარ მიიღებენ“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს სთავაზობს ანალოგიური სახის თანამშრომლობას. „ყველა მეწარმე-სუბიექტებს ვპირდები, რომ მათი დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენგან შესაბამის საკონსულტაციო და სამართლებრივ დახმარებას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებენ, რომ მათ, იაფი მედიკამენტები თურქეთში შეიძინონ.

„თავისუფალი საქართველო“, ასევე ჰპირდება მოსახლეობას, რომ მათი მხარდაჭერის შემთხვევაში, 1 იანვრამდე საქართველოს ყველა რეგიონსა და რაიონში იაფი მედიკამენტების სააფთიაქო ქსელი სრულად ამოქმედდება“,- აღნიშნა კახა კუკავამ.

ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.