ვის, რამდენი ლარის და რა სახის მედიკამენტების შეძენას დაუფინანსებს რუსთავის მერია

315

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას აგრძელებს.

პირები, რომელთაც მერია 200-250 ლარის ოდენობის წამლების შეძენას დაუფინანსებს:

რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადების მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:

1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს

2) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

3 ) ომის მონაწილეები

4) მარჩენალდაკარგულები (18 წლამდე), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს

ასევე, ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების უზრუნველყოფა გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებით (სავალდებულოა, რომ ეს ბავშვები და მოზარდები ჩართულნი იყვნენ  დიაბეტიან ბავშვთა სახელმწიფო პროგრამაში).

აღსანიშნავია, რომ ომის მონაწილეებს 250, სხვა დანარჩენებს კი 200 ლარის ოდენობით მედიკამენტები დაუფინანსდებათ.

შეგახსენებთ, პროგრამით შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ ისარგებლოთ. მოსარგებლე პირს, თანხის ფარგლებში, ნებისმიერი სახის მედიკამენტის შეძენა შეუძლია, გარდა ფსიქოტროპული პრეპარატებისა.