მარნეულის 10 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს აღდგება

754

მარნეულის 14 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ ოთხში, ქალაქ მარნეულის მესამე საბავშვო ბაღში, ალგეთის ბაღში, საიმერლოს ბაღში და სადახლოს ბაღში, მიმდინარეობს. დარჩენილი 10 საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ ელექტრო ღუმელს ელოდება, რათა სააღმზრდელო პროცესი დაიწყოს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარიმოვმა განაცხადა, რომ მარნეულის 10 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს აღდგება.

„შესყიდვა ბოლო ეტაპზეა, ხელშეკრულების დადება მიმდინარეობს. გუშინწინ ნიმუშის წარდგენა იყო და ახლა ველოდებით „ენერგო პრო“ როდის გაიყვანს სამფაზიან ელექტრო გაყვანილობას,“ – განაცხადა ზაურ ქარიმოვმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის 10 ცალი ელექტრო ღუმელის შესყიდვა მერიას 24 000 ლარამდე უჯდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულ კომპანიას ელექტრო ღუმელის მარნეულის მერიისათვის მისაწოდებლად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 15 კალენდარული დღე აქვს.

ბაღების ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და რბილი სათამაშოების აკრძალვა.