ბორჯომში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

625

ბორჯომში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შენობის რეაბილიტაციისთვის 400 562 ლარი დაიხარჯა.

„პროექტის ფარგლებში, შეიცვალა იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები, ასევე, გაკეთდა კიბეები და ლითონის მოაჯირები, შეიცვალა სახურავი და განახლდა გარე ფასადი; მოწესრიგდა გათბობის სისტემა და ელექტროგაყვანილობა, მოეწყო შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის ქსელი. უახლოეს პერიოდში შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვება, რის შემდეგაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ფუნქციონირებას დაიწყებს. ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 13 წრე ფუნქციონირებს. დაახლოებით 200-მდე აღსაზრდელი უახლოეს მომავალში განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისთვის 400 562 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბოლო 50 წელია სარემონტო საუშაოები არ ჩატარებულა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.