რატომ გაუშვეს სამსახურიდან მერიის თანამშრომელი – გორის მერია პოლიტიკურ დისკრიმინაციას უარყოფს

303

წინა სტატია

გორის მერიაში უარყოფენ მათი ყოფილი თანამშრომელის, დავით ჭალიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ზედამხედველობის სამსახურიდან სოციალურ ქსელში დაწერილი კრიტიკული კომენტარების გამო გაუშვეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ირწმუნება, რომ დავით ჭალიძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მისი იურიდიული სტატუსია, რადგან ის მეწარმეა.

“არანაირი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება არ არის და ეს თავადაც იცის. გუშინ მან მითხრა, რომ სამსახურიდან გაუშვეს და მოვიკითხე. ის ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და მიზეზიც გახდა ეს”, – ამბობს შიოშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჭალიძე ხშირად აკრიტიკებდა “ქართულ ოცნებას”. ბოლოს მის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი კომენტარი მიუღებელი აღმოჩნდა გორის მერის მოადგილისთვის და თამაზ შიოშვილმა ჭალიძეს, ასევე, კომენტარში მოუწოდა ხელისუფლების მსგავსი სახით კრიტიკა შეეწყვიტა.

“ყოფილი თანამებრძოლები ვართ ჩვენ, 2012 წლიდან მოყოლებული. ჩვენ განა განსხვავებულ აზრზს ვაკრიტიკებთ, უბრალოდ, არ შეიძლება დედის გინება, ოჯახის გინება და მე უბრალოდ რჩევის სახით ვუთხარი მას კომენტარებში”,  – აცხადებს მერის მოადგილე.