ოპოზიციური ლიდერების შტაბებზე თავდასხმა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ადამიანებზე მუქარა მიმდინარეობს, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.
ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართულ ოცნების” მხრიდან არჩევნებში დამარცხების მოლოდინი იგრძნობა.
„ხდება ოპოზიციური ლიდერების შტაბებზე თავდასხმა და აქტივისტების ცემა. გვახსოვს ბოლნისი, მარნეული, მათ შორის, გუშინ ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრზე თავდასხმა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენელია.
ადამიანებს პირდაპირ ემუქრებიან თუ მისცემენ ხმას ოპოზიციას, სოციალური დახმარება მოეხსნებათ, რაც აბსურდია. იმიტომ, რომ ხმის მიცემისას ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს, ვის აძლევენ ხმას. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების” დამოკიდებულებაა, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ის შიში და ის ფარულ არჩევნებში დამარცხების მოლოდინი, რომელიც „ქართულ ოცნებას” აქვს, რასაკვირველია მაინც იგრძნობა”, – განაცხადა დეკანოიძემ.