მარნეულში სააღმზრდელო პროცესი 14 საბავშვო ბაღიდან მხოლოდ ოთხში განახლდა. მიზეზი მერიის მიერ ელექტროღუმელების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეა. მარნეულის 10 საბავშო ბაღი ახლა სამზარეულოში დასამონტაჟებელი ელექტროღუმელების მოლოდინის პროცესშია.
როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი რადიო „მარნეულთან“ ამბობს, ტენდერს უკვე ჰყავს გამარჯვებული კომპანია, რომლის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს. იმედოვნებს, რომ ტენდერი წარმატებით დასრულდება და ახლო მომავალში ბაღები გაიხსნება.
„დღეს, 12 ოქტომბერს გაიხსნა ქალაქ მარნეულის მესამე საბავშვო ბაღი, ალგეთის ბაღი, საიმერლოს ბაღი და სადახლოს ბაღი. მათ შაბათს გაიარეს რეგისტრაცია და შემოწმება, როცა დამონტაჟდება ელექტროღუმელები, მზად ვართ დაწყებისთვის. დანარჩენი ყველაფერი მოწესრიგეულია. ყველა ღიონისძიება გატარებულია კორონავირუსის პრევენციისათვის და ვფიქრობ, ბავშები უსაფრთხო გარემოში იქნებიან. ამიტომ , თავისუფალი დასწრება ამ ეტაზე, არ არის საჭირო,“ – თქვა ზაურ ქარამოვმა.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დრო თუ როდის შეძლებს მარნეულის 10 საბავშვშვო ბაღი მუშაობის დაწყებას. სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით კი შეიძლება ვთქვათ, რომ მინიმუმ ორი კვირა მარნეულის ბაღები მუშაობას იმ მიზეზის გამო ვერ განაახლებენ, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სააღმზრდელო დაწესებულებებს ელექტროღუმელები ხელშეკრულების გაფორმაბიდან 15 კალენარულ დღეში უნდა მიაწოდოს. მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის 10 ცალი ელექტროღუმელის შესყიდვა მერიას 24 000 ლარამდე უჯდება.
აღსანიშნავია, რომ აჭარისა და გარკვეული გამონაკლისების გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დაიწყო.
ბაღების ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და რბილი სათამაშოების აკრძალვა.