თბილისში ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს სცემეს

480

თბილისში, ანას ბაღის აქტივისტსა და ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს სასტიკად სცემეს. თავდასხმა კვირას ღამით მოხდა. ფოტოები ლევან ქართველიშვილმა FACEBOOK-ზე გაავრცელა. მისი ინფორმაციით, თავდამსხმელები მას აგინებდნენ და ცემის მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებდნენ.

ქართველიშვილის ინფორმაციით, ბახტრიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაესხა თავს. როგორც ის ამბობს, მას შემდეგ რაც თავდამსხმელებმა 5-ნომრიანი მაისური დაინახეს, აგრესიულები გახდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. როგორც ქართველიშვილი ამბობს პოპლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან არ ენდობა.

https://www.facebook.com/levan.qartvelishvili.5/posts/2001756109958135