აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

510

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ასფალტის საფარი დაგებულია სოფელ ნორიოში, ილიას ქუჩიდან სოფელ სუჯუნაში, საბაშვილის ბოგირამდე.

“აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე ასფალტი არასოდეს ყოფილა, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით, უამინდობის დროს. მოქალაქეები უკვე კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ. აღნიშნული გზა ორ სოფელს აკავშირებს მუნიციპალიტეტის ცენტრთან. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. რამდენიმე დღეში დაიწყება სამიქაო-მაიდნის ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ასევე მოიცავს სოფელ გეზათსა და გულუხეთს”,-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.