USAID-საქართველომ აფხაზეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ტესტები და სადიაგნოსტიკო ხელსაწყო გადასცა

657

USAID/საქართველომ აფხაზეთში მდებარე საავადმყოფოებს და კლინიკებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო დამატებითი ტესტები გადასცა.

როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში აცხადებენ, აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ ეპიდემიოლოგიურ სამსახურს, ასევე, ლაბორატორულ – სადიაგნოსტიკო ხელსაწყო GeneXpert გადაეცა.

„ამ ახალი დანადგარის საშუალებით პაციენტები უფრო სწრაფად მიიღებენ კორონა ვირუსზე აღებულ ტესტირებაზე პასუხებს, გარდა ამისა მათ ექნებათ სწრაფი წვდომა სამედიცინო მომსახურეობასთანაც“, – აცხადებენ USAID/საქართველოში.

6 ოქტომბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 1765 შემთხვევაა გამოვლენილი. 640 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

გუდაუთის საავადმყოფოში 138 პაციენტია მოთავსებული. 117 ვირუსის დიაგნოზით.

მძიმეა 17 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, 46-ის კი საშუალო სიმძიმის. გაწერეს 19 მოქალაქე.