ნინოწმინდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

614

წინა სტატია

2 ოქტომბერს ნინოწმინდის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარედ 33 წლის ვაჰან აროიანი აირჩიეს. საკრებულოს სხდომაზე 26 დეპუტატიდან ვაჰან აროიანს მხარი 23–მა დაუჭირა.

ვაჰან აროიანი დაიბადა 1987 წელს სოფელ ეშტიაში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში, საკრებულოს დეპუტატი იყო სოფელ ეშტიის თემში.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა პოსტი 30 სექტემბერს დატოვა, იგი 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 37–ე წევრია და წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს.