“ძალა ერთობაშიას” პარტიული სიის მე-16 ნომრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მან სიის წარდგენის დღეს, 6 საათამდე არ იცოდა, რომ სიაში იქნებოდა. ამის დასამტკიცებლად, მან სტუდიაში სახარების შეტანა მოითხოვა და განაცხადა, რომ დაიფიცებდა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია კობა ნაყოფიამ სატელეფონო ზარით უთხრა. მისივე თქმით, არ ჰქონდა მნიშვნელობა სიაში იქნებოდა, თუ არა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პროპორციული სია წარადგინა. სია ცესკოში დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ დაარეგისტირა.