პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს ჭრიან

406

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს ჭრიან. გამწვანებულ თარგში, 33 ძირი, დაავადებული და ზეხმელი ფიჭვის ხე მოიჭრება.

სამუშაოები 29 სექტემბრიდან დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო.

ამასთან, სპეციალური ტექნიკით კუნძების ჩაბურღვაც განხორციელდება და დაავადებული ხეების ნაცვლად ახალი, დიდტანოვანი მწვანე ნარგავები დაირგვება.

ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია Tomicus Destruens სახეობის მავნებელი მწერი, რომელმაც გამოიწვია ფიჭვების ხმობის ზრდა. ზემოაღნიშნული მავნებელი მწერები, აზიანებენ ფიჭვის ხეებს. სანიტარიული ჭრის სამუშაოებს შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.