პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

390

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. დავით ჭიჭინაძის თქმით, პარტიის მაჟორიტარობის სამი კანდიდატი ცესკო-მ 2020 წლის არჩევნებიდან ნასამართლეობის მიზეზით მოხსნა.

მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ სასამართლო დადგენილება არ არსებობს. პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

„ჩვენი „მეგობრების“ მცდელობაა, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები ამოიღონ სიიდან და დაადანაშაულონ ისეთ ქმედებაში, რაც მათ არ ჩაუდენიათ და არც სასამართლოს მიერ იყო აღიარებული. უბრალოდ, წინა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით წაყენებული მსჯავრი დღეს გაახსენდა „ქართულ ოცნებას“, ეს ეხება ჩვენ მაჟორიტარობის კანდიდატს, გელა კვარაცხელიას, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში 2014 წელს რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო და თუ ნასამართლევი იყო, მაშინ როგორ იყო ამ თანამდებობაზე, მეორე არის გარიკ სიმონიანი, რომელიც არის ცნობილი პიროვნება, როდესაც ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტი მოხდა, მაშინ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იყო და ერთ-ერთი მოქმედი პირი იყო, ვინც გადაარჩინა ყოფილი პრეზიდენტი და კიდევ ერთი აჭარის წარმომადგენელი ბორის მიქელაძე, რომელიც 2012 წელს უკვე კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მონაწილეობა აქვს მიღებული საპარლამენტო არჩევნებში, ამ ადამიანსაც ძველი ხელისუფლების პირობებში წაყენებული ბრალის გამო დღეს არ მისცეს საშუალება, რომ მონაწილეობა 2020 წლის არჩევნებში მიეღო. გელა კვარაცხელიას მიმართ ვანო მერაბიშვილის დანაპირები, რომ არ მისცემდა საშუალებას გელა კვარაცხელიას სადმე ემუშავა, „ქართულმა ოცნების“ ხელოსუფლებამ აასრულა. ჩვენ გავასაჩივრებთ ცესკო-ს ამ უსამართლო გადაწყვეტილებას აუცილებლად“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.