გიორგი ლომია: „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება

446

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება.

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ლომია საარჩევნო ძალადობასთან ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ სმენია, რომ ვინმე „პატრიოტთა ალიანსის“ ოფისს თავს დასხმოდა, მაგრამ დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტები არსებობს.

„ჩვენი მხრიდან თავდასხმა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა და საარჩევნო შტაბზე გამორიცხულია. თუ თავდაცვის რეჟიმში ავღმოჩნდებით, შეიძლება, სათანადო პასუხიც გავცეთ. დაშინების ფაქტს შევსწრებივართ და მოსყიდვებიც ხდება, ამას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი პარტიის მიმართ ძალადობას ვერ დავადასტურებ. მოსყიდვა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და ხელისუფლების მხრიდანაც, მე არ მინახავს, მაგრამ ხალხს ვესაუბრებით, ჩვენს პარტიის წევრებთანაც მიდიან და სთავაზობენ“, – განაცხადა ლომიამ.