“ნაცმოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მათი საარჩევნო ბანერები დააზიანეს

461

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მათი საარჩევნო ბანერები დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები “ძალა ერთობაშიას” აჭარის შტაბმა „საქართველოს მედია-კლუბს“ მიაწოდა.

პლაკატები ჩამოხეულია: ხელვაჩაურის 4 სოფელში – აჭარისწყალში, ჭარნალში, ახალსოფელსა და ორთაბათუმში, ასევე ქედის სოფელ დოლოგანში.

უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ ბანერები მიზანმიმართულად დააზიანეს. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა“.

„ხელისუფლება გვებრძვის ასეთი ბინძური მეთოდებით, ჩვენ კი, აუცილებლად ვაჩვენებთ მაღალ პოლიტიკურ კულტურას და ყოველ ასეთ ვანდალურ ფაქტს საქმის კეთებით ვუპასუხებთ აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა სოფელ აჭარისწყალში, დოლოგანში, ჭარნალსა და ახალსოფელში“, – აცხადებს მიშა ბოლქვაძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.