აქცია ბოლნისში – ენმ-ის მხარდამჭერები “ოცნების” დეპუტატს ბოლნისის დატოვებას სთხოვენ

450

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ბოლნისის ადგილობრივი მაცხოვრებლები “ქართული ოცნებისა” და მისი მაჟორიტარი დეპუტატის პოლიტიკას  აპროტესტებენ. აქციისას ადგილობრივები სკანდირებდნენ “მიშა, მიშა”. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. 

ბოლნისელები ფიქრობენ, რომ ბოლნისის საკრებულოს წევრი ლუგარ ისაევი “ოცნებიდან” გუშინდელი დაპირსპირების სათავეში დგას.

შეგახსენებთ, რომ “ნაცმოძრაობის” ცნობით, ბოლნისის სოფელ ნახიდორში “ქართული ოცნების” 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა “გაერთიანებული ოპოზიციის” აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დღეს კი, დაზარალებულების ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ “ოცნების” დეპუტატმა ისაევმა რეგიონი დატოვოს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დღის განმავლობაში, თბილისიდან ბოლნისში 60-მდე მანქანით ბოლნისელების მხარდამჭერებიც ჩავლენ და იქ მორგი აქცია გაიმართება.

აქვე შეგახსენებთ, ისაევი ის პირი ვინც, “მთავარი არხის” ჟურნალისტს ემუქრებოდა.