კახა ოქრიაშვილი: ბოლნისში, 50-კაციანი ბანდა პრაქტიკულად, თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა მოსახლეობას

480

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მოსახლეობა არის შეკრებილი. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

სოფელ ნახიდურში მოსახლეობა დღეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ შეიკრიბა. ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს არიფ იუსუფოვს თავს დაესხნენ. როგორც ის აცხადებს, თავდასხმა ჩაიხანაში მოხდა.

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით კი, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ, თუმცა სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ნაციონალური მოძრაობის წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ეს არის შიშის დანერგვა ხელისუფლების მხრიდან.

„ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ მყოფი 50 კაციანი ბანდა, პრაქტიკულად თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა სოფლის მოსახლეობას. აგრეთვე, უმისამართოდ ისროდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ეს სროლა ჰაერში ხორციელდებოდა, სავარაუდოდ შიშის დანერგვის მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებული არავინ არ არის. „ქართულ ოცნებას“ არა მარტო ამ რეგიონში არამედ მთელს საქართველოში აქვს არჩევნები წაგებული და ამიტომ აკეთებს ასეთ რაღაცებს“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

როგორ შსს-ში განაცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.