ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

333

შემდეგი სტატია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მისი თქმით, სოფელში დაძაბული ვითარება დილიდან იყო, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები პლაკატებს აკრავდნენ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მათ ხელს უშლიდნენ. მათიკაშვილის თქმით, „ოცნების“ აქტივისტები ამ პროვოკაციაზე არ წამოეგნენ.

საღამოს კი ხელკეტებით შეიარაღებული „ნაცმოძრაობის“ 30-მდე აქტივისტი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა, მოხდა დაპირისპირება. დაშავებულია მმართველი გუნდის რამდენიმე აქტივისტი, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

დავით მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ კრიმინალურ რეჟიმში მოქმედებს. მათიკაშვილი სამართალდამცავი ორგანოებისგან ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს.