გიორგი ბოტკოველი: სადაც მივდივარ, ყველგან სუს-ის მანქანა დამყვება

815

კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი ბოტკოველი პოლიტიკურ თვალთვალზე საუბრობს და ამბობს, რომ მას გამუდმებით დაჰყვება სუს-ის მანქანა.

“ქართული ოცება” “ზუნავს”, რომ თავი დაცულად ვიგრძნო. სადაც არ უნდა ჩავიდე, სუს-ის ავტომობილი მხვდება და მთელი დღის განმავლობაში დამყვება. მე არ მჭირდება ხელისუფლების დაცვა – “ნაციონალური მოძრაობა” დაცულია იმით, რომ ჩვენი სიმართლე გვაქვს და სწორედ ეს სიმართლე დაგამარცხებთ ოქტომბრის არჩევნებზე, – ამბობს გიორგი ბოტკოველი “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი”.

გარდა ამისა, ბოტკოველი “ოცნებას” აფრთხილებს, რომ პოლიტიკური თვალთვალი სამართლებრივი პასუხისგების გარეშე არ ჩაივლის და მოუწოდებს, “შეეშვან სიბინძურეებს”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბოტკოველი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატია თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში.