პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში დავით ჭუნიაშვილია.
პარტიის რჩეული ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების სააშკარაოზე გამოტანასა და მოგვარებას ჰპირდება. დავით ჭუნიაშვილი 2010 წლიდან „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია და გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.