კახეთში 13 კმ სიგრძის კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

552

“საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლაკბეს კოლექტორის რეაბილიტაციას ახორციელებს. სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 13 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხი იწმინდება, რომელიც 80% ამოვსებული იყო.

ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, შედეგად 3000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

კოლექტორი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – არაშენდას, ნანიანის, კაჭრეთისა და ჯიმითის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ემსახურება.

საირიგაციო სისტემაზე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.