სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე მერიამ 501 192 ლარის ღირებულები ტენდერი გამოაცხადა.
“პროექტი ადგილობრივების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აშენდება ორსართულიანი, თანამედროვე ტიპის შენობა, რომელსაც მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება.
სატენდერო პირობების თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 002 384 ლარისა. ტენდერი რვა აგვისტოს დარულდება”, – განმარტავენ მერიაში.