“ნაცმოძრაობა”: ახმეტაში ჩვენ მხარდამჭერს მაღაზია “სადამსჯელო ოპერაციის” ფარგლებში დაუხურეს

457

ახმეტაში, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის მხარდამჭერს ავტომაღაზია დაულუქეს. მირიან სივიევთან საგადასახადო სამსახური 2 დღის წინ შევიდა და პროცედურის აუცილებლობა ინვენტარიზაციის მიზეზით ახსნა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.

ოპოზიციონერი კანდიდატი ამბობს, ეს მისი მხარდამჭერების მიმართ ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო ოპერაციაა. მისივე ინფორმაციით, მანამდე სუსი და “ქართული ოცნების” შტაბი სივიევს უკავშირდებოდა და მათ სასარგებლოდ მუშაობას სთხოვდა.

“ის, რაც დღეს აქ ხდება პირდაპირ სუს-ის და ქართული ოცნების დავალებითაა. მათ მხოლოდ იმის გამო, რომ მირიანი არის ჩემი მეგობარი და ვერანაირად ვერ გადაიბირეს დაიწყეს ეს სპეცოპერაცია”, – ამბობს გიორგი ბოტკოველი.

იგივე პროცედურა საგადასახადომ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები პირების მფლობელობაში არსებული სავაჭრო ობიექტების მიმართაც განახორციელა და მაღაზიებს მუშაობის უფლება მხოლოდ მეპატრონეების გადაბირების შემდეგ დაუბრუნდათ.