ცვლილებებისთვის ძალა რომ არ უნდა დაიშურო, ეს ისტორია სწორედ ამაზეა – სამოქალაქო ორგანიზაცია – “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი” ახმეტის მუნიციპალიტეტში არაერთი ცვლილების ინსპირატორი და ინიციატორია.
ანა იმედაშვილი, რომელიც ამ ორგანიზაციაში 2009 წლიდან მუშაობს, გვიყვება იმ არაჩვეულებრივ პროექტებზე, რომელთა გახორციელებაც ამ 16 წლის განმავლობაში შეძლეს. ჩეჩნეთიდან ლტოლვილები, აფხაზეთიდან და ცხინვალის ოლქიდან დევნილები, ეკომიგრანტები, შშმ პირები, მარტოხელა ქალები, სოციალურად დაუცველები, ახალგაზრდები – მათი მხარდაჭერა ამ ორგანიზაციის უმთავრესი საქმეა.



































