რატომ იტბორება ქედის სოფელ პირველ მაისში ახალი სტადიონი

567

ქედის სოფელ პირველ მაისში რამდენიმე თვის წინ აშენებული სტადიონი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტადიონის მიმდებარედ სანიაღვრე არხების გაკეთება აუცილებელი იყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მათივე თქმით სტადიონის ინფრასტრუქტურა ხშირად ზიანდება, რისი მიზეზიც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია.

ქედის მერიაში აცხადებენ, რომ ოთხი დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი ობიექტი დატბორა და სანიაღვრე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც  დაიტბორებოდა. მერის მოადგილე განმარტავს, რომ სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. რაც შეეხება უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს როლანდ ბერიძე ამ შეფასებას უარყოფს და ამბობს, რომ მშენებელი კომპანია ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათ გამოასწორებს