კასპის სოფელ ქვემო ჭალის საფეხბურთო სტადიონის მოსაწყობად 84 492 ლარი დაიხარჯა

434

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონი მოეწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კასპის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის თქმით, სტადიონის მიმდებარედ  სატრენაჟორო სივრცეც კეთდება.

“სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 84 492 ლარია.  რაც შეეხება სატრენაჟორო სივრცის მოწყობას, ამისთვის თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაიხარჯება.”