ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის N4-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები “ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიგო

518

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის N4-ე მაჟორიტარულ ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.

უწყების ცნობით, უკვე დათვლილია №4 საარჩევნო ოლქის 14-ვე უბანის მონაცემები, რომლის თანახმადაც, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ამომრჩეველთა ხმების 31 პროცენტი მიიღო – 3233 ხმა, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ – 69 პროცენტი, ანუ 7190 ხმა.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები დღეს მიმდინარეობდა. მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძოდა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე.