კვლევითი ორგანიზაციის “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” 2019 წელს 2 მილიონით დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც ხელისუფლებას 1,2 მილიონი ლარი შესწირეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წელს სსიპ-მა “აწარმოე საქართველოში” საერთო ჯამში 22 მილიონი ლარით დააფინანსა კომპანიები, აქედან 7.2 მილიონით – სასტუმროები; დაფინანსებულ საწარმოს შორის არის შპს “კასტა”, რომლის ერთადერთი მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა და რომელმაც 10 ათასამდე ლარი მიიღო; “აწარმოე საქართველოშის” დაფინანსებულ კომპანიებს შორის ქართული ოცნების მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის კომპანიაცაა, რომელმაც 59,000 ლარი მიიღო;
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მაკრახიძის საოჯახო კომპანიას შპს “იბოლიას” დღემდე 84 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული, 4.3 მილიონი ლარი კი გამარტივებული შესყიდვით მისცეს.
https://www.facebook.com/squanderdetector/photos/a.1887513711524070/2765224923752940/?type=3