ჩიხლაძე: მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ქართული ოცნებისთვის”

422

მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ქართული ოცნებისთვის”, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე პრემიერმინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, პრემიერის შეთავაზებები დაცინვის საგანი გახდება.

“შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა 10 და 15-წლიანი გეგმები წარადგინა, საიდანაც არაფერი შესრულებულა კი არა, არც დაწყებულა. ამიტომ რაც არ უნდა წარადგინოს – 5-წლიანი, 10-წლიანი, 50-წლიანი გეგმა, ბატონი ღარიბაშვილისგან, პრემიერმინისტრისგან ეს უკვე არასერიოზულად აღიქმება და დაცინვის მორიგი საგანი გახდება ირაკლი ღარიბაშვილი”,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ და ამაზე მუშაობა დაწყებულია.