ვის შეეძლება საპარლამენტო ჯგუფის შექმნა – ცვლილებები რეგლამენტში

623

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. “საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ბლოკით წარდგენილ დეპუტატებსაც შეეძლებათ. ჯგუფის შექმნა 2 დეპუტატსაც შეეძლება. “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა.

“დავაზუსტეთ, რომ ერთი საპარლამენტო სიიდან წარდგენილ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა, რომ ვინც ფრაქციაში იყო ის ადამიანებიც იყვნენ ჩვენთან ერთად, ამოვიღეთ ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ ერთი საპარლამენტო სიიდან წარდგენილ ადამიანებს ჰქონოდა შესაძლებლობა, ეხლა ყველას აქვს შესაძლებლობა”, – თქვა პაატა მანჯგალაძემ.

“2 ფრაქცია გაუქმდა  იმიტომ, რომ თითოეული ფრაქციიდან თითო წევრი წავიდა, ამიტომ გახდა საჭიროება იმისა, რომ პარლამენტის წევრებმა სურვილის მიხედვით შექმნან პოლიტიკური ჯგუფი”, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.