სერგო ჩიხლაძე: პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია, ამიტომ მანდატები არ უნდა გაუქმდეს

442

თავი არ უნდა შევიზღუდოთ და ის ბერკეტები არ უნდა გავიუქმოთ, რომლებიც გვაქვს – პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე განუცხადა.

ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თვალსაზრისით.

„დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელს იქნება ვადამდელი არჩევნები და მნიშვნელოვანია იყოს სრულად პროპორციული. ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიცია იყოს პარლამენტში. გარდა ამისა, პარლამენტის მანდატი ნიშნავს სხვადასხვა დაწესებულების მონიტორინგს, მათ შორის ციხეები, რაც არის დამატებითი ტრიბუნა დასავლეთთან ურთიერთობის. ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს ბერკეტი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.