ბორჯომში, 5 საბავშვო ბაღში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

721

ბორჯომში, 5 საბავშვო ბაღში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ქალაქ ბორჯომის №1, დაბა წაღვერისა და სოფელ ტაძრისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობებს სრული რეაბილიტაცია უტარდება, ბორჯომის №3 და №4 საბავშვო ბაღებში კი ეზოების კეთილმოწყობა ხდება.

„შენობებში სრულად შეიცვლება ძველი კარ-ფანჯარა, შეიღებება კედლები და ჭერი, მოეწყობა ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდება სველი წერტილები, ელ-გაყვანილობა, შეიღებება შენობების გარე-ფასადი, განხორციელდება ასევე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. დაბა წაღვერის საბავშვო ბაღში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა,“ – აღნიშნა გამგებელმა.

მათივე ინფორმაციით, შენობების რეაბილიტაციის შემდეგ, ოთახები ახალი ავეჯით, სათამაშოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. ხუთივე პროექტისათვის 700 000 ლარი გაიხარჯება.

გასული 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 საბავშვო ბაღს, 1 ახალი საბავშვო ბაღი კი სოფელ ვარდგინეთში გაიხსნა.

წყარო: ინტერპრესნიუსი