რამდენად სრულყოფილად ასრულებენ საკრებულოს წევრები მათთვის დაკისრებულ მოვალეობას, ამის ინდიკატორი მათივე მონაწილეობაა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.სწორედ ამის გადამოწმება სცადა მესამე სექტორმა საკრებულოს სხდომების ოქმების ხარჯზე. თუ რამდენად აქტიური და პასიური დეპუტატები ჰგავს ხელვაჩაურის საკრებულოს? – თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
24 პასიური და 2 მეტნაკლებად პასიური, – ხელვაჩაურის საკრებულოს 26 კაციანი შემადგელობიდან დეპუტატების საქმიანობა „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ“ ასე შეაფასა. გამოდის, რომ მესამე სექტორის დაკვირვებით,რომელიც საკრებულოს მთავარი სხდომების მიხედვით გაანალიზდა, წარმომადგენლობით ორგანოს აქტიური წევრი არ ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაციამ დასკვნა საჯარო ონფორმაციის, ანუ ოქმების საფუძველზე დადო. რომა დოლაბერიძის თქმით, პანდემია დეპუტატების პასიურობას ვერ გაამართლებს.
საკრებულოს წევრების აქტიურობა, როგორც პირველ კვარტალში, მეორეშიც რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა. დეპუტატების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა , მესამე სექტორმა განცხადებების, შეკითხვების, კომენტარების, აზრის დაფიქირებისა და მოხსენებების რაოდენობით განსაზღვრა. როგორც აღმოჩნდა, 26 დეპუტატის ანგარიშზე აპრილში, მაისსა და ივნისში, 1 განცხადება, ამდენივე ინიციატივა, 2 შეკითხვა და 6 კომენტარია. კვლევის მეთოდოლოგიას უნდობლობას უცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი. სულხან დუმბაძე თავს აქტიურ დეპუტატად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ ოქმები სათანადოდ ვერ შეისწავლა.
მესამე სექტორის დასკვნა და პასიურ დეპუტატთა რიგებში აღმოჩნა უხრეხულობას არც დავით სამნიძეს უქმნის. დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ მიაჩნია, რომ მთავარი ამომრჩევლის შეფასებაა.
შედარებით უკეთეს პოზიციაზე მოხვდა საკრებულოს თავმდჯომარე ნადიმ ვარშანიძე და თეიმურაზ დუმბაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მესამე სექტორმა მათ მეტ ნაკლებად პასიური დეპუტატების სტატუსი მიანიჭა.
რამდენად ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დეპუტატები პატრიოტთა ალიანსიდან ? ლევან ლორთქიფნიძემ ჩვენს კითხვაზე პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა. ჯერ თქვა, რომ აქტიურობის მოტივაცია არ აქვს, რადგან უმრაცირესობაშია, შემდგომ კი მისივე ნათქვამის საპირისპიროდ, იმის მტკიცება დაიწყო, რომ საკრებულოს სხდომებზე პასიურად არ ზის. უფრო მეტიც, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავი იმით იმართლა, რომ მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებს გადაწყვტილებების მიმღებ პირებთან დამოუკიდებლად, კერძო საუბრებში განიხილავს:
რამდენად აისახება დეპუტატების აქტიურობა საკრებულოს სხდომების ოქმებში? ეს 29 მაისის სხდომის ოქმია. დოკუმენტში დეტალურადაა ჩამოთვლილი მონაწილეთა რაოდენობა, მათი თანამდებობები და დღის წესრიგი. ხოლო სხდომის შინაარსი, ანუ რა მოისმინეს, რას უყარეს კენჭი და ვინ დაუჭირა მხარი, ან ვინ – არა, მოკლედაა გადმოცემული, ასევე ლაკონურადაა აზრის დამფიქსირებლის პოზიციაც.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ საკრებულოში დეპუტატების ნაწილი უხელფასოდ მუშაობს. მათ ბიუჯეტიდან მხოლოდ სამეურნეო ხარჯებს უნაზღაურებენ. ანაზღაურება მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებს აქვთ. საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის კვლევის მიხედვით, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრები კვარტლური ანაზღაურება მინიმუმ 3600 ლარია, მაქსიმუმი კი 6600. რამდენად პროპორციულია საკრებულოს წევრების ანაზღაურება მათ აქტიურობასა და საქმიანობასთან. მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი არა დეპუტატებმა, არამედ მოსახლეობამ მოახლოებულ არჩევნებზე უნდა გასცეს.