არარაოებებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, – ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს შორის დაპირისპირება.
მისი თქმით, ფუნდამენტალური კითხვაა “ ვინ იქნება შემდეგი”.
“ამ არარაობებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, თუმცა ფუნდამენტური
კითხვაა ვინ იქნება შემდეგი”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძემ პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან შანტაჟი ხორციელდება. მისი თქმით, შანტაჟის გამო, სამართალდამცავებს უკვე მიმართა.