ახალციხეში ენმ-ს შტაბი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო დაკეტეს

1104

ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბი დაკეტილია. მიზეზი კოვიდინფიცირების გამო, შტაბის 2 წევრის იძულებით კარანტინში გადაყვანაა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.

ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობას აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია – 3 306; გამოჯანმრთელებულია – 1 481; მათ შორის გარდაცვლილია – 19; კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 014; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.