ათი საუკეთესო იდეის ავტორი ცნობილია – სახლეოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, კომისიის წევრებმა საუკეთესო აპლიკანტები გამოავლინეს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
ახალგაზრდებმა საკუთარი იდეების პრეზენტაცია გამართეს.
უახლოეს ერთ კვირაში, 5 კაციანი კომისია გადაწყვეტს, პროექტად ქცეული რომელი იდეა მიიღებს დაფინანსებას რუსთავის ბიუჯეტიდან.
ცნობისთვის, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ რუსთაველ ახალგაზრდას შეეძლო. საუკეთესო იდეის ავტორებს პროექტების წერისა და მენეჯმენტის საკითხებში ტრენინგი ჩაუტარდათ. გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობას დროებით შეუერთდნენ.
თემატიკა ეკოლოგია, არაფორმალურ განათლება და ახალგაზრდების დასაქმებაა. ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსთავში მნიშვნელოვან პრობლემას გადაწყვეტილებებში ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობა წარმოადგენს. პროექტის კონცეფციით, იდეების კონკურსი ერთ-ერთია, რომელმაც ნეგატიური ტენდენცია უნდა შეცვალოს.