გამოძიების დაწყება არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს – საგამოძიებო მკოიანის კომპანიაზე

443

წინა სტატია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ენზელ მკოიანის ძმის კომპანიის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე დაიწყო და ეს არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაწყებული გამოძიება ხელს არ შეუშლის მის საქმიანობას.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა, ასევე არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება“.

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა ოქმი ხელმოწერით, რომ დოკუმენტების ამოღება არ შეაფერხებს კომპანიის საქმიანობას.“ – ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში

გაზკომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის კადრები ენზელ მკოიანმა, 17 სექტემბერს გამოაქვეყნა, ის აცხადებდა, რომ მისი ძმის კოპანიაზე „შეტევა“ მიზანმიმართული „შავი პიარის კამპანიის“ ნაწილია, რომელიც, მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის მიერ კანდიდატად არ დასახელების შემდეგ, მანდატისთვის დამოუკიდებლად ბრძოლა გადაწყვიტა.

ახალაქალაქისა და ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის კომპანიის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას წინ უძღვოდა საპროტესტო აქცია ახალქალაქში, სადაც შეკრებილები აცხადებდნენ, რომ მკოიანის ძმის გაზკომპანია ტარიფებს შეგნებულად ზრდიდა.