“ქართული ოცნების” დეპუტატი და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის, მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. დოკუმენტების დალუქვის და გატანის ამსახველ კადრებს მკოიანი ავრცელებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მკოიანმა ამის შესახებ ვიდეოები ცოტახნის წინ, სკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომპანიიდან დოკუმენტებს იღებენ.
„ოქტომბერ–ნოემბერში აქ ცივა, თუ ეს კომპანია გაკოტრდა და ხალხი გაზის გარეშე დარჩა, ამაზე ვიღაც პასუხს აგებს. ეს სერიოზული დარღვევაა, ვიცით რომ ეს ჩვენს წინააღმდეგაა. ამ ყველაფერს საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავცემთ. კი ბატონო, გაკოტრდეს ეს კომპანია და 17 000 აბონენტი გაზის გარეშე დარჩება“, – ამბობს ფეისბუკზე განთავსებულ ვიდეოში ენზელ მკოიანი.
ვიდეოში ასევე ისმის, რომ ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2008 წლიდან არსებული დოკუმენტები ამოიღეს.
„ეს ჯი გაზ კომპანის“ 20%–ს შპს „მეეკი“ ფლობს, რომლის მეწილეებიც ენზელ მკოიანის ძმა და მისი შვილი არიან.
10 სექტემბერს ახალქალაქში, მერიის შენობის წინ 12–მდე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ადგილობრივ გაზის კომპანიას, ტარიფების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებენ და მერიას დახმარებას სთხოვდნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ აქცია მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია, რადგან „ეს ჯი გაზ კომპანი“, მისი ძმისაა.