სოფელ გობრონეთში წყლის პრობლემაზე საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად სოფელს სარწყავი წყალი არ აქვს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პრობლემის შესახებ დღეს მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატებს ესაუბრნენ. მიშა ბოლქვაძემ საკითხის მოუგვარებლობაში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი დაადანაშაულა, რადგანაც მისი თქმით სწორედ დეპუტატობის ახლობლებთან დაკავშირებულმა კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები.
ქედის მერიაში განაცხადეს, რომ წლების წინ გაკეთებული წყლის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რაც შეეხება ბრალდებას კორუფციულ გარიგებებზე, ქედის მერის მოადგილე მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.