კახა ოქრიაშვილი: სუს-ი ატარებს არჩევნებს, ეს იქნება ბოლო…სუს-ს დავშლით

613

პარტია “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებელი, “ძალა ერთობაშიას” წევრი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არჩევნებს სუს-ი ატარებს.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობას გააგრძელებს,  არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

“ფიზიკური დაპირისპირება დაუშვებელია.  თუ ესეთი შემთხვევები განმეორდება, დადგება სერიოზული საკითხი ლეგიტიმაციასთან დაკავშრებით და მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ნორმალური არჩევნები… პრაქტიკულად სუს-ი ატარებს საქართველოს არჩევნებს, ეს უნდა მოკვდეს ეს იქნება ბოლო… სუს-ს დავშლით საერთოდ”, – განაცხადა კახა ოქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 სექტემბერს დმანისში, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ და თავდამსხმელების ორი გვარი დასახელდა – ასლანიშვილი და ოკმელაშვილი.

დღეს “მთავარის”  ჟურნალისტს, ჯეჰუნ მუჰამედ ალის დაჭრით დაემუქრა დმანისის ადგილობრივ საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვუგარ ისაევი.