ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

604

ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში. შეხვედრას, რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესთან გაიმართა, რუსთავის მერიისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

როგორც გრიგოლ ნემსაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მიმდინარე პროექტები გეგმის მიხედვით, წლის ბოლოს დასრულდება.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებთან დეტალურად განიხილეს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინასებული მასშტაბური პროექტები, ისაუბრეს პრობლემებეზე და მათი გადაჭრის გზებზე.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ალექსი ნავროზაშვილის განცხადებით, რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს გზების, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს, ასევე დაგეგმილია სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია, შენდება ერთი ახალი ბაგა-ბაღი. დღეის მდგომარეობით, რუსთავში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი