უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“: ხომ გაგიგიათ, „პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო“ – სახეს გაუფრთხილდით

416

ხომ გაგიგიათ, პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო – სახეს გაუფრთხილდით, – ასე მიმართავს ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“.

უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე მათი ბანერების გადაკვრაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტოსაც აქვეყნებს.

“კოლეგებო ენმ-დან, ადგილი არ გყოფნით, თუ „ქოცებს“ ვერ უბედავთ?! იქნებ “შეკრულები” ხართ? „პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო“ ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ? – სახეს გაუფრთხილდით“, – წერს უგულავა.

https://www.facebook.com/ugulavageorge/posts/3330992583661071