“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს 10 ათასი ხელმოწერის სეგროვებასი დახმარებას სთავაზოსბს და აცხადებს, რომ მელისაშვილის თანხმობის შემთხვევაში მისი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას.
“დღს გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიოციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია კანონსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით ალეკო ელისაშვილი ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში 10 000 ხელმოწერა წარადგინოს. მე ვაცხადებ, ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა ოქტომბერში დავასრულოთ თბილისში “ქართული ოცნება“.
ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანაში ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები ქვეყანაში. შესაბამისად, მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს ჩემი რესურსით სრულ დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10 000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩემი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას. იგივეს მოვუწოდებ ყველა პროდასავლურ კანდიდატს. შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებში ჩვენი მთავარი მიზანია ერთად გავისტუმროთ თბილისიდან ”ქართული ოცნება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
წყარო: აიპრესი