“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციის მიერ დღეს ხელმოწერილ „ქცევის კოდექსს“ ხელს, ის აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას არღვევს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება არჩევნებამდე შედეგების გაყალბებას უკვე ცდილობს.
„მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა მმართველი პარტია დოკუმენტს ხელს, ის აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას არღვევს და არჩევნებამდე უკვე ცდილობს შედეგების გაყალბება. თუმცა ჩვენ, ოპოზიცია ერთიანი ძალისხმევითა და უპრეცედენტო კოორდინაციით არ მივცემთ შესაძლობას ხელისუფლებას, რომ ეს არჩევნები მოიპაროს და ქართველ ხალხს არჩევნები წაართვას. ეს არჩევნები არ არის რიგითი, ეს არის მართლაც წყალგამყოფი არჩევნები, სადაც ქვეყნის ბედი წყდება”, – აცხადებს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს. შეხვედრა “ლეიბორისტული პარტიის” ცენტრალურ ოფისში გაიმართა.