ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალი ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

360

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანსა და ჭიაურში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყება. პროექტების ჯამური ღირებულება 6 421 406 ლარია და ის მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შესრულდება.

მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში, ასევე, 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ერთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფ. კართუბანში, თელასა და ბაისუბანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, რეაბილიტაცია უტარდება ქ.ლაგოდეხში №3 საბავშვო ბაღს. სამშენებლო სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, საბავშო ბაღის მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო და მოეწყობა გასართობი საბავშვო მოედნები.

მიმდინარე წელს ლაგოდეხში 5 ახალი საბავშვო დაწესებულება აშენდება, 325 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღების მშენებლობისათვის 8 708 246 ლარია გამოყოფილი.