დევნლებისთვის საერთო სარგებლობის ფართების გადაცემის პროცესი თბილისის მსგავსად, რეგიონებშიც გაგრძელდება

484

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

სააგენტოს ცნობით, ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს როგორც განსახლების, ასევე დასაქმების მიმართულებით არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

დევნილების ერთ-ერთ მოთხოვნას საერთო სარგებლობის ფართების დაკანონების საკითხი წარმოადგენდა. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტომ საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დევნილთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი თბილისში უკვე დაიწყო და ამ მიმართულებით მუშაობა რეგიონებშიც აქტიურად გაგრძელდება.