პოლიცია ცაგერის 2 სოფელში მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს მონიტორინგს უწევს

597

წინა სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში საველე კარვები მოეწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მთელი ღამის განმავლობაში საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგს პოლიცია უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდა.

„სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად ეხმარებიან. საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს უწევს მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ არის შეზღუდული და არც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ ამოქმედებულა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გახშირებული რაოდენობის გამო 10 სექტემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაიკეტა. სოფლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, გადაადგილება იქამდე შეიზღუდება, ვიდრე ყველა მცხოვრებს არ ჩაუტარდება ტესტი და არ იქნება მათი პასუხები.