ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს. შემთხვევა წუხელ მოხდა, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. მომხდარი ფაქტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.