ცაგერის მერი: სოფლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, გადაადგილება იქამდე შეიზღუდება, ვიდრე ყველა მცხოვრებს არ ჩაუტარდება ტესტი და არ იქნება მათი პასუხები

683

წინა სტატია

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, სოფლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, გადაადგილება იქამდე შეიზღუდება, ვიდრე ყველა მცხოვრებს არ ჩაუტარდება ტესტი და არ იქნება მათი პასუხები.

როგორც ცაგერის მერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სოფლებში ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა, დაახლოებით 1 საათის წინ, დროებით შეიზღუდა.

მისი ინფორმაციით, სოფლებში ეპიდემიოლოგებმა ტესტირება უკვე დაიწყეს და ამ დროისთვის 500 ბიოლოგიური ნიმუშია აღებული.

„გადაწყვეტილების მიხედვით, ორბელისა და ლაჯანის თემებში შემავალ სოფლებში დროებითი ღონისძიების სახით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა.

სოფლებში ეპიდემიოლოგთა 4 ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის აღებულია 500-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში და გაგზავნილია ლაბორატორიაში. 24 საათის განმავლობაში ხდება ტესტირება და აქ მყოფ ყველა ადამინს ტესტს ჩავუტარებთ“, – განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.